კატალონიის “ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავო ვიქტორ ვალდესის შემდეგ გახდა პირველი მეკარე, რომელმაც “ბლაუგრანას” კარი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მშრალად შეინახა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა 21 ნოემბერს “რეალს” სტუმრად 4:0 სძლიეს.
ბოლოს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს ვალდესმა 2011 წლის აპრილში არ გაატანინა. მას შემდეგ 18 მატჩში ვერცერთმა მეკარემ ვერ გაიმეორა აღნიშნული შედეგი.