ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლესტერის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი პრემიერლიგაში ზედიზედ 10 მატჩში გატანილი გოლით რუდ ვან ნისტელროის გაუთანაბრდა.
ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურში “მელიებმა” სტუმრად “ნიუკასლი 3:0 დაამარცხეს და პირველი გოლი 45-ე წუთზე ვარდიმ გაიტანა.
ჰოლანდიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 2003 წლის მარტიდან აგვისტომდე თავი 10-ჯერ გამოიჩინა. იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი შემდეგ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანს, რეკორდსმენი გახდება.
მიმდინარე სეზონში ჯეიმის 13 გოლი დაუგროვდა და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.