კალათბურთი

12:48 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 27-მა ქულამ ლა კორუნიელებს მე-2 გამარჯვება მოუტანა

ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლება-გოლდში მოთამაშე “ლეიმა ბასკეტ კორუნას” მაისურით მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

აუტსაიდერ “პრატ ხუვენტუტთან” სტუმრად მოგებულ (61:80) მატჩში ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 32:28 წუთში 27 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

ბურჯანაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

“ბასკეტ კორუნამ” 7 მარცხის ფონზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს, შინ, “კოკინასთან” ჩაატარებს.

0.124188