ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ ტურნირზე მე-4 მატჩიც ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია. ნახევარფინალში ეკატერინემ მე-5 რეიტინგის მქონე უნგრელ ანა ბონდარს 6:3, 6:2 სძლია, გადამწყვეტ მატჩში კი რუს ელენა რიბაკინას ეთამაშება.
ამ უკანასკნელმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და მიჯრით 7 რაუნდი დასძლია. რიბაკინამ ნახევარფიანალში მე-7 ნომრად განთესილ ბულგარელ იულია სტამატოვას 6:4, 6:4 მოუგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამის საჭიროებას რომაში ვერ ვხედავ. ცენტრფორვარდი გვჭირდება. კავანი, ჯეკო, მანძუკიჩი, ლუიზ ადრიანო ან ვინმე. ვინგერები ისედაც ბევრი გვყავს.
ეს დღემდე რატო არავინ წაიყვანა მიკვირს... კარგი ბიჭია