ტურინის “იუვენტუსმა” სერია A მძიმედ დაიწყო, მაგრამ ბოლო სამი თამაში ზედიზედ მოიგო და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა. მე-13 ტურში “ბებერმა ქალბატონმა” “მილანი” პაულო დიბალის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა.
ეს თამაში სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო და ტურინელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს. “მილანმა” დიდი ვერაფერი აჩვენა და ფაქტობრივად მომენტი, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონს აანერვიულებდა, არც კი შეუქმნია. “იუვენტუსი” პირველივე წუთებიდან აქტიურობდა, განსაკუთრებით ერნანესი, დიბალა და პოგბა ინდომებდნენ და თუ პირველი შესვენების შემდეგ შეცვალეს, დანარჩენმაორმა გამარჯვების გოლი გამოაცხეს - პოგბამ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს, მარცხენა ფრთაზე მიიღო, დიბალის იდეალური გადაცემა გაუკეთა და მანაც საკუთარი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. მაგრამ ამაში მილანელთა ახალგაზრდა მეკარე დონარუმას ბრალი არ მიუძღვის და რომ არა მისი კარგი თამაში, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
შუა კვირაში “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება და “მანჩესტერ სიტის” დამარცხებით პლეი ოფში გასვლის დაბევებას ეცდება, მერე კი, სერია A-ს დაუბრუნდება, სადაც მისი უახლოესი მიზანი უკვე ევროთასების ზონაში მოხვედრა იქნება.
სერია A. XIII ტური
ტურინი. “იუვენტუს სტედიუმი”
იუვენტუსი - მილანი 1:0 (0:0)
იუვენტუსი: ბუფონი, ევრა (ალექს სანდრო 29), კიელინი, ბარძალი, ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ერნანესი (ბონუჩი 46), დიბალა (მორატა 81), მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: ალეგრი
მილანი: დონარუმა, ანტონელი, რომანოლი, ალექსი, აბატე, ბონავენტურა, მონტოლივო, კუცკა (ადრიანო 74), ნიანგი (ჰონდა 84), ბაკა, ჩერჩი.
მწვრთნელი: მიხაილოვიჩი
გოლი: 1:0 დიბალა (65)
გაფრთხილება: სტურარო (28), ლიხშტაინერი (50) - კუცკა (31), ალექსი (53)
კარისკენ დარტყმა: 16 (5) - 9 (2); ბურთის ფლობა: 55% - 45%; კუთხური: 3 - 1; ჯარიმა: 15 - 14; თამაშგარე: 2 - 0; სეივი: 2 - 4.