ფეხბურთი

0:58 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძემ გაიტანა, ლორიამ ცსკა-სთან არ გაუშვა, ქეცბაიამ ქართველების “ანორთოსისთან” წააგო

კვიპროსზე “ანორთოსისმა” სტუმრად 2:0 მოუგო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ აპოელ-ს. “ანორთოსისის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია. მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბურჯანია 78-ე წუთზე შეცვალეს.

აპოელი ლიდერად დარჩა, მაგრამ “ანორთოსისს” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და გარდა ამისა, “აეკ ლარნაკას” 3 ქულით ნაკლები აქვს ქეცბაიას გუნდზე, თუმცა თამაში მარაგში აქვს.

კვიპროსზევე, “აშნამ” “პარალიმნისთან” გასვლაზე 1:2 წააგო და მე-12 საფეხურზეა. “აშნაში” შოთა გრიგალაშვილმა ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო ბექა ტუღუში სკამზე გახლდათ და მინდორზე არ შესულა.

გერმანიის მესამე ლიგაში გიორგი პაპუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა: ეს “ვერდერის” 23-წლამდელთა გუნდისა და “ოსნაბრიუკის” შეხვედრაში. პაპუნაშვილის გუნდმა 0:1 წააგო.

პორტუგალიის თასზე ავთო ებრალიძემ გაიტანა: მისმა ”ჟილ ვისენტემ” “კასტელო ბრანკოს” სტუმრად 3:1 აჯობა, ქაღთველმა ნახევარმცველმა კი 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩეხეთში “სლავიამ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “სლოვაცკო” და მეხუთე ადგილზეა. “სლავიას” განაცხადში ლევან ყენია არ ყოფილა: მიზეზი ხელის ტრავმაა.

რუსეთის პრემიერლიგა: “კრილიამ” ლიდერ ცსკა-ს გასვლაზე 2:0 მოიგო და სამარელთა კარში გიორგი ლორია იდგა. საკმაოდ კარგადაც იმეკარევა ლორიამ, რთული ბურთებიც აიღო. “კრილია” მეათე ადგილზეა.

ყაზანის “რუბინმა” სტუმრად 2:1 სძლია “ამკარს”. ორივე გუნდში შეუცვლელად ითამაშეს ქართველებმა: “რუბინში” სოლომონ კვირკველიამ (რომელსაც სანაკრებო მატჩებისას ტრავმა ჰქონდა) და “ამკარში” რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქიამ – ის მარცხენა მცველი გახლავთ. “რუბინი” მეცხრეზეა. ხოლო “ამკარი” მეთორმეტეზე.

უკრაინაში “ვოლინმა” სტუმრად 0:4 წააგო “შახტართან” და მეექვსე ადგილზეა. სანდრო კობახიძემ ვოლინელთა შორის შეუცვლელად ითამაშა.

0.106929