კახა მახარაძე მესამედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ბოლო ტურში მისმა “ფახთაქორმა” 6:0 გაანადგურა “ანდიჟონი” და საბოლოო ჯამში, ერთი ქულით გაასწრო ტაშკენტის “ლოკომოტივს”. კახა მახარაძე 2012 და 2014 წლებშიც იყო უზბეკეთის ჩემპიონი.
ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ამ სეზონშიც საუკეთესოთაგანი იყო უზბეკეთის ჩემპიონატში. მან 6 გოლით დაასრულა სეზონი.
კახა წლეულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ათამაშეს, თუმცა მარტში გამართულ მატჩებში – მალტასთან და გერმანიასთან.