რობინ ვან პერსიმ ჰოლანდიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტნად ის ლუის ვან გაალმა დანიშნა და თანაც დამსახურებულად.
“ბოლო დროს ბევრი მაკრიტიკებს და ამბობს, რომ კაპიტნობას არ ვიმსახურებ, მაგრამ მესმის მათი, რადგან ჰოლანდია ის ქვეყანაა, სადაც ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არსებობს. ნაკრების კაპიტნობა ვან გაალმა მანდო და ვფიქრობ, ვიმსახურებ კიდეც”, - თქვა ვან პერსიმ.
ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლს ძალზე წარუმატებლად ატარებს, სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ ვან პერსის.