ზუგდიდში უეფას სტანდარტების მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დაგი" განახორციელებს.
როგორც worldsport.ge-ს კომპანია „დაგის“ პრესსამსახურში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყობა სათადარიგო მოედანი და ავტოსადგომი.
ზუგდიდის მერიასა და სამშენებლო კომპანიას შორის ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. მერიამ სტადიონისთვის ადგილი ინგურ ქაღალდკომბინატის უბანში, ჯანაშიას ქუჩაზე გამოჰყო.