ფეხბურთი

17:42 | 21.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი მალე დაბრუნდება

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში გელზენკირხენში, “შალკესთან” გასამართი მატჩის წინ ტრავმირებულ ნახევარმცველ, ფრანგ ფრანკ რიბერის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი 32 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ორ კვირაში ის მზადყოფნაში იქნება.

“გასულ კვირაში, აღდგენითი პროცესის მიმართულებით ფრანკმა სერიოზული პროგრესი განიცადა. შესაძლოა, ერთ-ორ კვირაში მან ძირითად გუნდთან ერთად გარკვეული ვარჯიშები შეასრულოს” - უთხრა გვარდილამ The Guardian-ს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რიბერი მოედანზე ჯერ არ გასულა. ბოლოს მან ჯერ კიდევ მარტში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ ფრანკმა ტერფის სერიოზული დაზიანება მიიღო და ოქტომბრის მიწურულს, ერთ-ერთი ვარჯიშისას ტრავმის რეციდივი შეემთხვა.

0.139394