ევროლიგის მე-6 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” იტალიურ “დინამო სასარის” ესტუმრა და მე-3 გამარჯვება იზეიმა – 60:68.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და სტამბოლური კლუბის მხრიდან ყველაზე მეტხანს (31:44 წუთი) ითამაშა. ამ დროში მანუჩარის მონაგარი 7 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 5 ჩაჭრა გახლდათ.
მარკოიშვილმა 2-ვე ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დარუშაფაკას” რიგებში ყველაზე შედეგიანი ლუკ ჰერენგოდი იყო 26 ქულით და 13 მოხსნით. ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა ულიდერა “სასარისაც”: ჯო ალექსანდერმა 17 ქულა მიითვალა.
D ჯგუფში 5-5 მოგებით ცსკა და “უნიკახა” ლიდერობენ, “ბროზე ბასკეტსს” 4 გამარჯვება აქვს, “დარუშაფაკა” კი სამ-სამი მოგება-წაგებით შემდეგ ეტაპზე გამსვლელ მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
მარკოიშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, შინ, ბამბერგის “ბროზე ბასკეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.