კალათბურთი

10:42 | 21.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ზაზას ვერ აჩერებენ: მე-7 ორმაგი დუბლი და მე-9 გამარჯვება

ზაზა ფაჩულია „დალას მავერიკსის“ ლიდერის ფუნქციას ამართლებს. ნბა-ს მორიგ მატჩში ქართველმა ცენტრმა დალასელთაგან ყველაზე მეტი - 39 წუთი ითამაშა და სეზონის მე-7 ორმაგი დუბლი მიითვალა, რითაც ტეხასურ გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. დალასელებმა „იუტას“ უმასპინძლეს და 102:93 სძლიეს (VIDEO).

„დალასმა“ იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.

ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა.

„დალასს“ 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა „სან ანტონიოსთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის „სანდერთან“ ელის.

www.gbf.ge



Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139

Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510
0.076066