ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ მე-8 რეიტინგის მქონე უნგრელ აგნეშ ბუკტას 6:1, 6:4 სძლია, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ უნგრელ ანა ბონდარს გაეჯიბრება.
ამ უკანასკნელმა, რომელიც ანტალიაში მე-5 განთესვით თამაშობს, ამერიკელი დაშა ივანოვა 7:6 (7:2), 7:6 (7:4) დაამარცხა.
მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს რუსი ელენა რიბაკინა და ბულგარელი იულია სტამატოვა დაუპირისპირდებიან.