ფეხბურთი

22:36 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ჩემპიონატები გაძლიერებული დაცვის ფონზე ჩაივლის

როგორც BBC-ი იუწყება, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” და კატალონიის “ბარსელონას” დაპირისპირება გაძლიერებული დაცვის ფონზე ჩაივლის. “ელ კლასიკოს” 1400 კერძო დაცვის წარმომადგენელი და დამატებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოლიციელები მოემსახურებიან.

პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, ევროპის ქვეყნების შიდა ჩემპიონატები გამკაცრებული დაცვის ფონზე ჩაივლის. სამართალდამცავები განსაკუთრებით საფრანგეთის თამაშებზე იქნებიან ყურადღებით. გაგაცნობთ თუ როგორ ხვდებიან საფეხბურთო ლიგები მოახლოებულ ტურის თამაშებს.

საფრანგეთის ლიგა 1

უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებს ვერ დაესწრებიან

საფრანგეთის ჰიმნი მატჩების დაწყებამდე შესრულდება

გულშემატკივრები სტადიონებზე შესვლამდე თავიდან ბოლომდე გაიჩხრიკებიან

ჩანთა, ქუდი და მძიმე ნივთები სტადიონზე არ დაიშვება

ინგლისის პრემიერლიგა და შოტლანდიის პრემიერშიპი

“მარსელიეზა” მატჩების დაწყებამდე შესრულდება

კლუბები გადაწყვეტენ ხელზე შავ სამკლაურებს მოირგებენ თუ არა

გერმანიის ბუნდესლიგა

პიროტექნიკა სტადიონებზე არ დაიშვება

ესპანეთის ლა ლიგა

გაძლიერებული დაცვა “ელ კლასიკოზე”

წუთიერი დუმილი მატჩების დაწყებამდე

ბელგიის იუპილერ პრო ლიგა

წუთიერი დუმილი მატჩების დაწყებამდე

იტალიის სერია A

განსაკუთრებული დაცვის კონტროლი სტადიონის შესასვლელთან

0.108138