ფეხბურთი

20:20 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ დაადასტურა – მესი “ელ კლასიკოში” მონაწილეობას მიიღებს

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ელ კლასიკომდე” გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ლიონელ მესი მადრიდის “რეალთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

ესპანელმა სპეციალისტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არგენტინელი 100%-ით მზად არ გახლავთ, რადგან ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს.

“ლიონელს პატივს ვცემთ, იგი გუნდს დაუბრუნდა და ეს პოზიტიურია. ვიცით, მესი 100 პროცენტით მზად ვერ იქნება, შეუძლებელია რადგან ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა. ჯერჯერობით გეგმა დაწყობილი არ მაქვს, მესისთან დღეს, ხვალ და მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრეც მექნება საუბარი და ამის შემდეგ გადაწყდება დაიწყებს თუ არა არგენტინელი სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ლიონელ მესიმ ფეხის ტრავმა “ლას პალმასთან” ლა ლიგის მე-6 ტურში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. “რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირება “სანტიაგო ბერნაბეუზე” 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

0.113288