“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა შესაძლოა კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმოს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. ფრანგი სპეციალისტი ხელშეკრულების გახანგრძლივებას მიმდინარე წლის ბოლომდე ელის.
ბლანი პსჟ-ში 2013 წლიდან მუშაობს. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 132 მატჩი ჩაატარა, აქედან 93 მოიგო, 26 ფრედ დაასრულა და 13 შეხვედრაში მარცხი განიცადა.