ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილელი მეკარის, ნეტოს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კლუბის გამოცვლას არ აპირებს.
26 წლის ფეხბურთელი, რომელიც მანამდე 5 სეზონი “ფიორენტინას” რიგებში თამაშობდა, “ბებერ ქალბატონს” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის პირველივე დღიდან ბუფონის ჩრდილში მოექცა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და საკუთარ შანსს ელოდება.
“ნეტო “იუვენტუსს” არ დატოვებს. მას კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მართალია ის ჯერ არ თამაშობს, მაგრამ მომთმენები უნდა ვიყოთ” - თქვა სტეფანო კასტანიამ.