უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ფიფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც ის საფეხბურთო საქმიანობიდან 90 დღის ვადით მოკვეთა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში ფიფას სააპელაციო კომიტეტმა მისი და ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის აპელაცია უარყო.
შეგახსენებთ, რომ პლატინი და ბლატერი ფეხბურთიდან დროებით, გამოძიების დასრულებამდე ოქტომბრის დასაწყისში მოკვეთეს. საქმე ეხება დაურეგისტრირებელ გადარიცხვას 1,35 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, რომელიც პლატინის ანგარიშზე აისახა. ეს თანხა მან 9 წლის წინ კონსულტანტად მუშაობის სანაცვლოდ მიიღო.