ფეხბურთი

16:42 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფეხბურთელები ტერაქტის დროს გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ

ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელები უახლოეს სამ მატჩს სპეციალური მაისურებით ჩაატარებენ და ამით პარიზის ტერაქტების სერიების დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, პარიზელების მაისურზე იქნება წარწერა - Je Suis Paris. ისინი მას პირველად 21 ნოემბერს, ლიგა 1-ის მე-14 ტურში “ლორიანთან” მატჩში ჩაიცმევენ და იგივე მაისურებით ეთამაშებიან ჩემპიონთა ლუგაზე “მალმიოს” და შემდეგ კვლავ საფრანგეთის ჩემპიონატში “ტრუას”.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის გამო იყო ვარაუდო, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გადაიდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მათი ჩატარება გადაწყდა.

თეგებიპსჟ
0.114765