სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:46 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილი ერთპიროვნული ლიდერია

იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორ მოჭადრაკეთა (+65) შორის ერთპიროვნულად ლიდერობს ნონა გაფრინდაშვილი. მის ანგარიშზე 7-დან 6 ქულა და ერთქულიანი სხვაობაა მეორე ადგილზე მყოფ ვალენტინა კოზლოვსკაისთან (რუსეთი).

4.5-4.5 ქულით III-V ადგილებს ინაწილებენ: ლუდმილა ციფანსკაია (ისრაელი), თამარ ხმიადაშვილი და თამარა სოროკინა (რუსეთი).

50+ სენიორ-ქალთა შორის 7-დან 5-5 ქულით პირველობას იყოფენ: ტატიანა ბოგუმილი (რუსეთი) და ციალა ქასოშვილი. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება ნინო მელაშვილი. ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილის მარგალიტა თანდაშვილის აქტივში, ჯერჯერობით, 3.5 ქულაა.

50+ ასაკის ვაჟ ვეტერანთა ასპარეზობას 9-დან 8 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს პრედრაგ ნიკოლიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა).

საქართველოს სახელით მოასპარეზე გიორგი ბაღათუროვის და ვარლამ ვეფხვიშვილის აქტივში, შესაბამისად, 6 და 5.5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114766