ფეხბურთი

12:32 | 20.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურტუამ ვარჯიში განაახლა

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ მუხლის ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა.

სოციალურ ქსელში ინგლისური კლუბის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 23 წლის მეკარემ 19 ნოემბერს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ბელგიელმა კიპერმა სექტემბერში ერთ ერთ ვარჯიშზე მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც ოპერაციის გადატანა მოუხდა და აქამდე სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. მან მიმდინარე სეზონში ლონდონელთა რიგებში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

0.111856