1926. დაიბადა ვახტანგ ბალავაძე. “ჭიდაობის პროფესორად” წოდებული ლეგენდარული ქართველი ფალავანი. 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957) და ვერცხლის პრიზიორი (1959). ახალგაზრდობის პირველი საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (ბუქარესტი, 1953). მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. რომის 1960 წლის ოლიმპიადის მონაწილე (მე-11-ე ადგილი). ვახტანგ ბალავაძე საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია (1952, 1953, 1954, 1955, 1957), ხოლო 1952 წელს უძლიერესის ტიტული მოიპოვა სამბოშიც. საკავშირო ხალხთა პირველი და მეორე სპარტაკიადებზე (1956 და 1959 წლები) მოიპოვა ვერცხლის მედლები. 1960-70 წლებში წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს. ვახტანგ ბალავაძე ლევან თედიაშვილის მწვრთნელი იყო. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატისა და მწვრთნელის წოდებები. ფილას უმაღლესი კატეგორიის მსაჯი. 1996 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. ვახტანგ ბალავაძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერია.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1902. საგაზეთო მაგნატმა ლეფევრმა და ჟურნალისტმა დისგრანჟმა დღესდღეობით ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის, “ტურ დე ფრანსის” ჩატარების იდეა წამოაყენეს, რომელიც იმავე წლის გაზაფხულზე განახორციელეს კიდეც.
1928. აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონში გაიხსნა სპორტული არენა “ბოსტონ გარდენზი”. მასზე პირველად ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “ბრუინზმა” “მონრეალ კანადიენსთან” 0:1 წააგო.
1934. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტორონტო მეიფლ ლივზის” მოთამაშე ჰარვი ჯეკსონმა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩების ისტორიაში პირველად მოახერხა პირველ პერიოდში ოთხი შაიბის გატანა.
1942. მეორე მსოფლიო ომის გამო ჰოკეის ეროვნული ლიგის ჩემპიონატი საომარი მოქმედებების დასრულებამდე შეწყდა.
1960. ლონდონური “ჩელსის” ფორვარდი ჯიმი გრივზი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ინგლისის საფეხბურთო ლიგაში 100 გოლის გატანა მოახერხა. გრივზმა ეს “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ სიტისთან” ასპარეზობისას შეძლო. იმ დღეს გრივზი 20 წლისა და 9 თვის იყო.
1981. ლიბერტადორესის თასის გათამაშების ფინალის განმეორებით მატჩში, ჩილეს “კობრელოამ” ბრაზილიური “ფლამენგო” დაამარცხა 1:0. ერთადერთი გოლი მერელომ გაიტანა. დაინიშნა გადათამაშება.
1981. საბჭოთა დიდოსტატმა ანატოლი კარპოვმა შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ვიქტორ კორჩნოი დაამარცხა და ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1997. ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის მატჩებში “ნიუ იორკ აილენდერზმა” ზედიზედ მე-10-ე შეხვედრა წააგო.
2005. სოლტ ლეიკ სიტის “იუტა ოლიმპიკ ოვალში” ციგურებით რბენაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე მსოფლიოს 2 რეკორდი დამყარდა. შენი დევისმა მამაკაცთა შორის 1000 მეტრზე რბენაში 1:07.03 წუთი აჩვენა, სინდი კლასენმა კი 1500 მეტრი 1:51.79 წუთში დაფარა და ქალთა შორის ამ დისტანციაზე დამყარებული წინა რეკორდი წამნახევრით გააუმჯობესა.
2006. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ჯოვანი ელბერმა საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამისი მიზეზი ფეხბურთელის მამის სიკვდილი და ელბერის კოჭის ტკივილი გახდა.
2007. 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის, ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს მოუგო (2:0). შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. გოლები რევაზ ბარაბაძემ და ბექა გოცირიძემ გაიტანეს. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატი სპეციალისტი პეტარ სეგრტი წვრთნიდა.
2007. ინგლისური საფეხბურთო კლუბის, “უიგანის” მთავარ მწვრთნელად სტივ ბრიუსი დაინიშნა.
2009. საქართველოს სარაგბო ნაკრები იტალიის A ნაკრებთან 7:8 დამარცხდა. შეხვედრა ქალაქ პალმანოვაში ჩატარდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1866. კინესიუ მაუნთინ ლენდისი. ბეისბოლის ლიგის პირველი კომისარი.
1909. ვისენტე იტალო ფეოლა. იტალიური წარმოშობის ბრაზილიელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა ბრაზილიის ნაკრებს, “სან პაულუს”, “ბოკა ხუნიორსს”. 1958 წელს ბრაზილია პირველად ფეოლას მთავარმწვრთნელობისას გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1948 და 1949 წლებში “სან პაულუს” პაულისტას შტატის პირველობა მოაგებინა. ბრაზილიის ნაკრებს წვრთნიდა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატეზეც. ფეოლად დამრიგებლობით ბრაზილიის ნაკრებმა 74 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 55 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.
1911. ჟან შოლი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1932 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1926. ვახტანგ ბალავაძე. “ჭიდაობის პროფესორად” წოდებული ლეგენდარული ქართველი ფალავანი. 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957) და ვერცხლის პრიზიორი (1959). ახალგაზრდობის პირველი საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (ბუქარესტი, 1953). მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. რომის 1960 წლის ოლიმპიადის მონაწილე (მე-11-ე ადგილი). ვახტანგ ბალავაძე საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონია (1952, 1953, 1954, 1955, 1957), ხოლო 1952 წელს უძლიერესის ტიტული მოიპოვა სამბოშიც. საკავშირო ხალხთა პირველი და მეორე სპარტაკიადებზე (1956 და 1959 წლები) მოიპოვა ვერცხლის მედლები. 1960-70 წლებში წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს. ვახტანგ ბალავაძე ლევან თედიაშვილის მწვრთნელი იყო. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატისა და მწვრთნელის წოდებები. ფილას უმაღლესი კატეგორიის მსაჯი. 1996 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. ვახტანგ ბალავაძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერია.
1937. ეერო მინტირანგა. ფინელი მოთხილამურე. 1960 წლის ზამთრის ოლიმიური თამაშების ჩემპიონი.
1942. იმედო ფხაკაძე. ქართველი ხელბურთელი. გამოდიოდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1962-74) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1963-71). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 66 მატჩი, გაიტანა 193 გოლი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964). საკავშირო პირველობების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 1974-78 წლებში წვრთნიდა თბილისის “ბურევესტნიკს”. გუნდს 1977 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე გაიყვანა. იმედო ფხაკაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია.
1949. იუჰა მიეტო. ფინელი მოთხილამურე. 15 კილომეტრზე რბოლაში 1980 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1953. გრეგ გიბსონი. ამერიკელი მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.
1981. კარლოს ბუზერი. “კლივლენდის” (2002-04), “იუტა ჯაზის” (2004-10), “ჩიკაგო ბულზის” (2010 წლიდან) ფორვარდი (203 სმ). ამერიკელთა “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული. მონაწილეობდა ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზეც და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2007 და 2008 წლებში იასპარეზა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.
1981. იბრაჰიმ ტორამანი. თურქეთის საფეხბურთო ნაკრების, “გაზიანთეფსპორის”, “ბეშიქთაშის” მცველი. 2003 წელს კონფედერაციათა თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თურქეთის ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. ტორამანი “ბეშიქთაშის” ვიცე-კაპიტანია. თურქეთის თასის სამგზის მფლობელი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1980. თბილისის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი ავთანდილ ღოღობერიძე.
1995. სერგეი გრინკოვი. რუსი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. გულის შეტევის შედეგად 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2002. კახი ასათიანი. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი, გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მექსიკის 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო პირველობების მრავალგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე. იგი თბილისში, საკუთარ მანქანაში მოკლეს. დანაშაული დღემდე გაუხსნელია.