ფეხბურთი

22:19 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტეიშეირა 30 მილიონად შეაფასეს

ბრიტანული გამოცემა London Eveneng Standard-ი იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ ლონდონის “ჩელსის” დონეცკის “შახტარის” თავდამსხმელის ალექს ტეიშეირას შეძენას გადაწყვეტს, 30 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა მოუწევს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისური გრანდის თავკაცის ჟოზე მოურინიოს მთავარი სამიზნე იქნება. გასულ თვეში “არისტოკრატების” ინტერესი თავად ალექსმაც დაადასტურა.

“შემოთავაზება მივიღე და სასიამოვნოა, როდესაც “ჩელსის” შენი შეძენა სურს. დიდებული იქნება თუ ტრანსფერი ზამთარში შედგება.” – განაცხადა ტეიშეირამ.

მიმდინარე სეზონში ტეიშეირამ 22 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 23 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114454