ფეხბურთი

19:40 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” დუგლასი 4 მილიონად უნდა

რომის “ლაციო” უახლოეს პერიოდში დნიპროპეტროვსკის “დნიპროს” ბრაზილიელი მცველის, დუგლასის შეძენას გეგმავს.

ამრიგად, Corriere dello Sport-ის ცნობით, 26 ნოემბერს, ევროპის ლიგის მე-5 ტურის მატჩს, რომელიც რომში “ლაციოსა” და “დნიპროს” შორის გაიმართება, 25 წლის ფეხბურთელისთვის ორმაგი დატვირვა ექნება.

წყაროს ინფორმაციით, რომაელები უკმაყოფილონი არიან “მარსელის” მცველის, ნკულუს თამაშით, რომლის შეძენასაც აქამდე გეგმავდნენ და მძლავრი ბრაზილელის მიმართ ინტერესი ამითაა გამოწვეული. “არწივები” მზად არიან, რომ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ უკრაინელებს 4-მილიონამდე ევრო გადაუხადონ, რათა ტრავმირებული სტეფან დე ვრეია ჩაანაცვლონ.

მაგრამ “დნიპრო” დუგლასთან ასე მარტივად შელევას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მეტი თანხის მიღებას ეცდება. ბრაზილიელის აგენტი მალიკ არუთიუნოვი აცხადებს, რომ უკრაინელები მისი კლიენტის სანაცვლოდ 6-7 მილიონ ევროს ითხოვენ და მისი განათხოვრებით წესით გაშვებასაც არ თანხმდებიან. მხარეები შეთანხმებას 26 ნოემბრისთვის ეცდებიან. დუგლასის მიმართ დაინტერესებას სტამბოლის “გალათასარაიც” იჩენს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129407