ფეხბურთი

18:42 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ანტალიასფორის” გეგმები: პირლო და რონალდინიო

თურქეთის სუპერლიგის ბინადარი “ანტალიასფორი” ზამთარში იტალიელი ანდრეა პირლოსა და ბრაზილიელი რონალდინიოს დამატებას გეგმავს. ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა გულტეკინ გენჩერმა თურქულ მედიას განუცხადა.

“ჩვენ ვესაუბრეთ ანდრეა პირლოსა და მის აგენტს. გვინდა, რომ იტალიელმა “ანტალიასფორში” ითამაშოს. გარდა ამისა, შეხვედრა გვქონდა რონალდიონიოსთანაც. ამ შემთხვევაშიც ჩვენი სურვილია, რომ ის აქ ვიხილოთ”, - თქვა გენჩერმა.

ბოლო დროს რონალდიონიო უგუნდოდაა, ხოლო პირლოს ევროპაში დაბრუნების შესახებ ხშირად იწერება. “ანტალიასფორში” უკვე ირიცხება კამერუნელი სამუელ ეტო’ო, ხოლო თავად გუნდი სუპერლიგაში 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-9 ადგილზეა.

0.110532