საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფესტივალს “USA PHILADELPIA OPEN 2015“ ორი ქართველი გამარჯვებული ჰყავს - გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა გელაძე.
2015 წლის 15 ნოემბერს, აშშ-ის ტრადიცული კარატეს ფედერაციამ და ქალაქ ფილადელფიამ ამერიკაში უდიდესი საერთაშორისო შეჯიბრი მოაწყო. ტურნირის მონაწილეები 20 ქვეყანას წამოადგენდნენ: აშშ, კავკასიიდან საქართველო და სომხეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა, ტუნისი, მექსიკა, ალბანეთი, კამერუნი, ავღანეთი და ა.შ.
ნელსონ ალერსი (აშშ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; მე-8 ხარისხის შავი ქამრის მფლობელი შოტოკან კარატეში; USA PHILADELPIA OPEN 2015 ის ორგანიზატორი): „ეს არის აშშ-ის ძირითადი შეჯიბრი აღმოსავლეთ სანაპიროზე WKF/NKF-ში. შეჯიბრი გაიხსნა ტრადიცული, ზოგადი კარატეთი 5 წლის ზედა ასაკის სპორტსმენებში. ძირითადი ასპარეზობა მიმდინარეობდა ელტარულ დივიზიონებში ასაკით - 18 დან 34 წლამდე. შეჯიბრი მოიცავდა აგრეთვე katas (კეიტ) და kumite (კუმიტ) კატარეს.“
ასპარეზობა გაიმართა ხუთ წონით კატეგორიაში: 60, 67, 74, 84 და +84.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, კავკასიის ოთხგზის ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონმა შოტოკანში, მსოფლიო მაკაბიადის პრიზიორმა გიორგი ელიზბარაშვილმა ექვსი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველი ადგილი მოიპოვა 84კგ წონით კატეგორიაში.
უკვე მეორედ იასპარეზა აშშ-ში საქართველოს ჩემპიონმა, მსოფლიოს ჩემპიონმა და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა მამუკა გელაძემ და ასევე პირველი ადგილი დაიკავა 75 წონით კატეგორიაში.
ნელსონ ალერსის შეფასებით, ქართველებმა ოსტატობის მაღალი დონე აჩვენეს.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი კახა ბასილია: „ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე კიდევ ერთხელ გვასახელეს. გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა გელაძე სათანადოდ მომზადებულები გაემგზავრნენ ამ შეჯიბრზე. 2016 წლის თებერვალში ჩვენი გუნდი კვლავ იასპარეზებს აშშ-ში უფრო დიდი დონის შეჯიბრზე და რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული ორივე სპორტსმენი ისევ დაიცავს საქართველოს სახელს“.
ნინო ჩერქეზიშვილი