ფეხბურთი

16:30 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა შესაძლოა ბენიტესი შეცვალოს

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა შესაძლოა, რაფაელ ბენიტესისგან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი გადაიბაროს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინიო პერესი ბენიტესის გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა, მაგრამ სანამ “რეალი” ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილის სათავეში იყო, ამაზე თვალს ხუჭავდა.

გარდა ამისა, პერესს არ მოსწონს ბენიტესისა და რამდენიმე ფეხბურთელის ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც “რეალი” “სევილიასთან” 2:3 დამარცხდა და ლიდერობაც დაკარგა, ეს უკმაყოფილება გაიზარდა და თუ “რეალი” ელ კლასიკოში” “ბარსელონასთანაც” დამარცხდება, ესპანელი სპეციალისტის დათხოვნის ალბათობა გაიზრდება.

“სამეფო კლუბის” მმართველს სურს, რომ გუნდი კარლო ანჩელოტიზე მკაცრ მწვრთნელს ჩააბაროს და სწორედ ამიტომ ყურადღება “კასტილიას” ამჟამინდელ დამრიგებელს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ზინედინ ზიდანს მიაპყრო. ელ კლასიკო “სანტიაგი ბერნაბეუზე” 21 ნოემბერს გაიმართება. ესპანეთის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ, “რეალი” 24 ქულით მეორე ადგილზეა და “ბარსელონას” 3 ქულით ჩამორჩება.

0.110882