ფეხბურთი

15:21 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვინც ევროპის გარეთ დარჩნენ

“მსოფლიო სპორტი” წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთაგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებს, რომელთა ნაკრებები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ. რა თქმა უნდა, სჭარბობენ ჰოლანდიელები. მართლაც საოცარია, 24 ნაკრებს შორის “ნარინჯისფერები” არ იყვნენ, მაგრამ ფაქტია, ძალიან სუსტად ჩაატარეს შესარჩევი ეტაპი.

უმთავრესი ვარსკვლავი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს დააკლდება, არიენ რობენია. ან, ეგებ, ჰოლანდია გასულიყო კიდეც, რობენი ტრავმას რომ არ შეეწუხებინა.

11 კაცს შორის, 4 ჰოლანდიელი შევიყვანეთ, 2 ბოსნიელი, 2 სერბი, თითო-თითო კი დანიელი, სლოვენიელი და სომეხი.

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია)

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი), დანიელ აგერი (დანია), დელი ბლინდი (ჰოლანდია), ალექსანდრ კოლაროვი (სერბეთი)

ნახევარმცველები: ჰენრიკ მხითარიანი (სომხეთი), ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია), მირალემ პიანიჩი (ბოსნია)

თავდამსხმელები: არიენ რობენი, მემფის დეპაი (ორივე - ჰოლანდია), ედინ ჯეკო (ბოსნია)

0.130256