ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს.
აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის პირველი მაეგაშირა, ეგვიპტელ ოსუნაარაშის, ლამის ერთუწთიანი ჯახის თავზე, იორიკირით სძლია და 7 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმა.
იოლი გამოსათვლელია, რომ ლევანს მიზნის მისაღწევად დარჩენილი სამივე შერკინების მოგება მართებს, რომელთაგან უახლოესი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან ელის. ქართველს ამ უკანასკნელთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 6 მოგება, 8 მარცხი.
შეგახსენებთ, რომ კაჩი-კოშის დაფიქსირების შემთხვევაში, ქართველ სეკიტორს წოდებაში დაწინაურების შანსი აქვს, რისთვისაც რამდენიმე ფაქტორიცაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ კიუშიუ ბაშოზე სეკივაკეს ტიტულით მიოგირიუ და ტოჩიოძანი ასპარეზობენ. პირველ მათგანს უკვე 10 მარცხი აქვს და დაქვეითებას ვერ გადაურჩება, ტოჩიოძანს კი თანაბარი ბალანსი (6 მოგება, 6 მარცხი) გააჩნია და გადამწყვეტი ბრძოლები წინ ელის. ტოჩინოშინის კიდევ ერთი კონკურენტი კომუსუბი იოშიკაძეა, რომელმაც მე-7 გამარჯვება ხსენებულ მიოგირიუსთან იზეიმა და დადებით ბალანსამდე ერთადერთი მოგებაღა აშორებს.
სატიტულო წინსვლა განაღდებული აქვს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუს, რომელმაც 8 გამარჯვების წილ მე-4 მარცხი (ცუკიოტოშით) აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოისთან განიცადა. ქართველ გოლიათს შემდეგი ბრძოლა აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოტაირიუსთან ელის, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 მარცხი) გააჩნია.
ნოემბრის სუპერტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-12 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა. თანამემამულეს 1 მოგებით ჩამორჩება იოკოძუნა ჰარუმაფუჯი. მან მე-11 მოგება ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა. კიუშიუ ბაშოს მე-13 დღეს ლიდერები ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
200 კი არა თუ გინდა 500 იყოს 600 იყოს მე რა მენაღვლება ამ ჩემს აბრამოვიჩის ჯიბეს
+
მეც მაგრად მკიდია რამდენი ექნება ხელფასი მთავარია გუნდისთვის ყველაფერი გაიღოს.
მიდი ედენ ლიგაზე პარიზელები უნდა წამოიხიო შენებურად, ლუიზი და სილვა უნდა შემოსტყორცნო ერთმანეთს.
+
საშვალო მაჩვენებელი გამოდის 3 თამაშში 1 გოლი. ძაან დაბალი შედეგიანობაა. მაგრამ მისი პოზიციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ არ უნდა იყოს ურიგო შედეგი
რომელ ჩემპიონატში თამაშობს ხომარგავიწყდება,ფეხბურთელის კლასი მარტო გოლებით არიზომება,ეს რომ ჩელსის არყავდეს არვიცი რაიქნებოდა.