ჩოგბურთი

2:04 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ იმარჯვა, ქვაცაბაია დამარცხდა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია, პირველი წრის მატჩები გაიმართა.

მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რუმინელ მიჰაელა ჯიოკას 6:0, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ამერიკელ მარა შმიდტს ეთამაშება.

სამწუხაროდ, საწყის რაუნდშივე დამარცხდა სოფო ქვაცაბაია. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინელ იუენუ ლისთან 4:6, 3:6 წააგო.

0.118288