ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბრიტანულ შრიუსბერიში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
ბოლქვაძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და უკვე 4 მატჩის მოგება მოახერხა. მერვედფინალში მარიამმა ბელგიელი ელინ ბოეიკენსი 6:3, 6:4 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში პირველი განთესვის მქონე ფრანგ ოსეან დოდინს გაეჯიბრება.