ნბა-ს კლუბმა “ჰიუსტონ როკეტსმა” მთავარი მწვრთნელი კევინ მაკჰეილი თანამდებობიდან დაითხოვა. ეს ცნობა კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.
ჰიუსტონელებმა სეზონის სტარტზე გამართული 11 მატჩიდან 7 წააგეს და ლიგაში ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავთ, რადგანაც თამაშში საშუალოდ 106.5 ქულას უშვებენ.
“როკეტსის” დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ცნობილი სპეციალისტის – ბერნი ბიკერსტაფის ვაჟი ჯეი ბი ბიკერსტაფი შეასრულებს.