ბელგიის ნაკრებისა და “მარსელის” ახალგაზრდა თავდამსხმელით მიჩი ბაჩუაით “ვალენსია”, “არსენალი” და “ჩელსი” ინტერესდებიან – იუწყება ბრიტანული გამოცემა TalkSport–ი.
მიმდინარე სეზონში “მარსელი” ძალიან ცუდად გამოიყურება, თუმცა 22 წლის ბელგიელი მაინც მშვენივრად თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. ამიტომაც, მის მიმართ გაზრდილი ყურადღება გასაკვირი არაა და ფრანგულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლიდერის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
მიჩის “მარსელთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო ფასად 9 მილიონ ევროს ასახელებს.
ბაჩუაიმ მიმდინარე სეზონში “მარსელის” მაისური 16-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია