ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალთან ინტერვიუში “ჩიკაგოს” გამთამაშებლის დერეკ როუზის შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ როუზს აქვს რესურსი თავისი პოტენციალი გაზარდოს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. როუზის მჯერა. საუბედუროდ, ამდენი ტრავმის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელია დერეკი ისეთ ფორმას დაუბრუნდეს, როგორშიც MVP-ის ტიტულის მიღების დროს იყო. მაგრამ მას შეუძლია ლიგის 10 საუკეთესო კალათბურთელს შორის იყოს” – განაცხადა ობამამ.