ესპანეთის ჩემპიონატის სამსაჯო კომიტეტმა მოახლოებული “ელ კლასიკოს” განსჯა დავიდ ფერნანეს ბორბალანს ანდო. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
42 წლის ანდალუსიელ არბიტრს აქამდე “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებებში ორჯერ უმსაჯია და ორივე შემთხვევაში კატალონიურმა კლუბმა იმარჯვა (3:2; 3:1).
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა შაბათს “სანტიაგო ბერნაბეუზე” თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.