ფეხბურთი

18:29 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერს ლონდონში ელიან

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს.

როგორც თურქული გამოცემა Fanatik-ი იტყობინება, "არისტიკრატები" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჰოლანდიელის კონტრაქტის გამოსყიდვას 20 მილიონ ევროდ გეგმავენ. სნეიდერს "გალათასარაისთან" ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში სნეიდერმა 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115665