რაგბი

15:34 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარბაროსებმა” “გლოსტერი” გაანადგურეს

“ბარბაროსებმა” “კინგსჰოლმ სთედიუმზე”, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის ორი მატჩი გამართა (ტონგასთან და არგენტინასთან), ინგლისის პრემიერშიპის კლუბი “გლოსთერი” 62:14 გაანადგურა.

მასპინძლებს, რომლებმაც გასულ უქმეებზე “ჩელენჯ ქაფის” პირველ ტურში იტალიურ “ძებრესთან” ითამაშეს და ახლა “ლა როშელთან” ჯახისთვის ემზადებიან, პირველი შემადგენლობის მორაგბეთა უმრავლესობას დასვენების საშუალება მისცეს. ამით “ბარბაროსებმა” კარგად ისარგებლეს და მეტოქეს 10 ლელო გაუტანეს.

პირველი ტაიმი 24:7 დასრულდა. “გლოსტერიდან” ლელო დენ ტომასმა გაიტანა, ხოლო მეორე ლელო საჯარიმო იყო. “ბარბაროსებიდან” თავი ნემანი ნადოლომ, ნეჰე მილნერ-სქადერმა, ჯო ტომანემ (2), რაიან კროტიმ, ლუდ დე იახერმა, არდი სავეამ, ვაისაკე ნაჰოლომ, ტავერა კერ-ბარლოუმ და პეტ ლემბიმ გამოიჩინეს. ლემბიმ გარდასახვებით გუნდს 12 ქულაც შესძინა.

21 ნოემბერს “ბარბაროსები” ლონდონში, “თვიქნემზე” არგენტინის ნაკრებს შეხვდებიან.

0.125987