კალათბურთი

13:21 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” მორიგი რეკორდი, ლებრონმა ჯერი უესტს გადაასწრო (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 7 შეხვედრა გაიმართა.

“გოლდენ სტეტიმა” კლუბის ისტორიაში მორიგი რეკორდი დაამყარა. “ოქროს შტატელებმა” ზედიზედ სასტარტო მეთორმეტე შეხვედრა მოიგეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ოკლენდელებმა ამჯერად კანადური “ტორონტო” 115:110 დაამარცხეს. გუნდს ტრადიციულად სტეფ კარიმ 37 ქულით და 9 პასით ულიდერა. კარიმ 10-დან 5 სამქულიანი, 13-დან 8 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო სროლა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ “გოლდენ სტეიტის” ათივე კალათბურთელმა მინიმუმ 4 ქულა ჩააგდო, რაც ნბა-ს მატჩებში იშვიათად ხდება.

“დეტროიტმა” შინ “კლივლენდ კავალიერსი” 104:99 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე “კავალერია” 102:99 აგებდა, ჯეიარ სმიტმა სამქულიანი ესროლა, თუმცა ბური კალათში არ ჩავარდა. ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 30 ქულა ჩაუგდო, რითაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის “ლეიკერსის” ლეგენდას ჯერი უესტს გადაასწრო. “მეფეს” ნბა-ში 25 213 ქულა დაუგროვდა, ხოლო ჯერი უესტს - 25 192. ლებრონი ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-19 ადგილზეა.

“ნიუ ორლეანმა” საკუთარ დარბაზში “დენვერთან” 98:115 წააგო. ამ მარცხის მთავარი განმაპირობებელი პირველივე პერიოდში ენტონი დევისის ტრავმა გახდა. დევისმა ბლოკის დაყენების დროს მხარი დაიზიანა და თამაში ვეღარ გააგრძელა. “დენვერში” საუკეთესო 32 ქულით დანილო გალინარი გახლდათ.

“გოლდენ სტეიტი” – “ტორონტო” 115:110 (29:25, 34:22, 27:36, 25:27)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (37 ქ. 9 პ.), ტომპსონი (19 ქ.), ბოგუტი (13 ქ.), გრინი (9 ქ.), ეზელი (8 ქ.), ბარნსი (7 ქ.), იგუადალა (7 ქ.), ბარბოსა (6 ქ.), სფეიტსი (5 ქ.), კლარკი (4 ქ.)

“ტორონტო”: ლოური (28 ქ.), დეროზანი (28 ქ.), ქეროლი (17 ქ.), ჯოზეფი (13 ქ.), ვალანჩუნასი (9 ქ. 11 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=-oB2ytr0hQg

“ვაშინგტონი” – “მილოუკი” 115:86 (27:29, 37:17, 21:20, 30:20)

“ვაშინგტონი”: პორტერი (19 ქ.), უოლი (19 ქ.), დადლი (13 ქ.), გორტატი (12 ქ.), ტემპლე (10 ქ.), ნილი (10 ქ.)

“მილოუკი”:მიდელტონი (14 ქ.), ბეილესი (13 ქ.), ვასკესი (12 ქ.), კარტერ-უილიამსი (12 ქ.), ჰენსონი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=DbcqrSYruKg

“ბრუკლინი” – “ატლანტა” 90:88 (17:19, 28:27, 27:22, 18:20)

“ბრუკლინი”: ლოპესი (24 ქ. 10 მ.), იანგი (16 ქ. 11 მ.), ჯეკი (14 ქ.), ლარკინი (14 ქ.), ჯონსონი (13 ქ.)

“ატლანტა”: ჰორფორდი (18 ქ.), მილსაპი (17 ქ.), კორვერი (13 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=P0DxENOhJ28

“დეტროიტი” – “კლივლენდი” 104:99 (31:27, 24:29, 20:25, 29:18)

“დეტროიტი”: დრამონდი (25 ქ. 18 მ.), ჯექსონი (23 ქ. 12 პ.), ილიასოვა (20 ქ.), მარკუს მორისი (14 ქ.), კალდველ-პოპე (13 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (30 ქ. 6 მ. 3 პ.), ლავი (19 ქ. უილიამსი (15 ქ. 7 პ.), სმიტი (15 ქ.), მოზგოვი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=5kejHjQVf1E

“მაიამი ჰიტი” – “მინესოტა” 91:103 (25:20, 25:25, 19:17, 22:41)

“მაიამი”: ვაითსაიდი (22 ქ. 14 მ. 10 ბ.), დენგი (20 ქ.), დრაგიჩი (16 ქ. 9 პ.), ბოში (10 ქ.), უეიდი (10 ქ.)

“მინესოტა”:უიგინსი (24 ქ.), ლავინი (17 ქ.), მუჰამადი (16 ქ.), თაუნსი (14 ქ. 14 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=C-5MLsxJsDE

“ნიუ იორკი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 102:94 (26:21, 20:27, 34:24, 22:22)

“ნიუ იორკი”: პორზინგისი (29 ქ. 11 მ.), ენტონი (18 ქ. 11 მ.), აფლალო (16 ქ.), სერაფინი (10 ქ.)

“შარლოტი”: უოლკერი (31 ქ.), ჰეივსი (14 ქ.), ლინი (13 ქ.), ლამბი (12 ქ.), ჯეფერსონი (10 ქ.)

ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=ღGყ-Gჩძჟაეწ

“ნიუ ორლეანი” – “დენვერ ნაგეტსი” 89:115 (21:31, 32:20, 22:32, 23:32)

“ნიუ ორლეანი”: ანდერსონი (24 ქ.), გორდონი (19 ქ.), სმიტი (13 ქ.), ბაბიტი (11 ქ.), კანინგჰემი (11 ქ.), ჰოლიდეი (10 ქ.)

“დენვერი”:გალინარი (32 ქ. 8 მ. 8 პ.), ბარტონი (17 ქ.), ნელსონი (16 ქ.), ფარიდი (11 ქ. 7 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=dlPbDAgque4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152151