ფეხბურთი

3:47 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 - ბოლო საგზურები შვედეთმა და უკრაინამ მოიპოვეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. ფლეი-ოფის ბოლო ორ შეხვედრაში იმ ნაკრებებმა მოიპოვეს კონტინენტის პირველობის საგზური, რომლებმაც პირველ მატჩებში იმარჯვეს.

დანიის ნაკრებს გასვლაზე 1:2 ჰქონდა წაგებული და მათ ამოცანას გადაუჭრელი არ ეთქმოდა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მასპინძლებს ევრო 2016-ზე თამაშის ყველანაირი შანსი მოუსპო. მან საკუთარი ქვეყანა მე-19 წუთზე დააწინაურა, ხოლო 76-ე წუთზე შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა და ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა. დანიელებმა დარჩენილ დროში გათანაბრება მოახერხეს, თუმცა პოულსენისა და ვესტერგაარდის გოლებს აღარანაირი აზრი არ ჰქონდა - 2:2. შვედეთი და იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთში გაემგზავრებიან.

მეორე მატჩში სლოვენიის ნაკრები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში გახლდათ, რადგანაც გასვლაზე ორი უპასუხო ბურთით წაეგოთ. მათ აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე სესარმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. სლოვენიელებს ძალიან დიდი დრო ჰქონდათ დარჩენილი და წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეეძლოთ, მაგრამ უკრაინა უკეთ გამოიყურებოდა და რამდენიმე ეპიზოდში გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ჰანდანოვიჩი კარგად თამაშობდა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლები მთლად აირივნენ, 93-ე წუთზე ბრეჩკოს ნერვებმა უმტყუნა, ძალიან იუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა, ხოლო 97-ე წუთზე კამპლის უპატიებელი შეცდომის შედეგად, სამი უკრაინელი ფეხბურთელი აღმოჩნდა ჰანდანოვიჩთან პირისპირ და კრავეტსმა იარმოლენკოს გაატანინა - 1:1. უკრაინა ევრო 2016-ზე ითამაშებს.

გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 12 დეკემბერს პარიზში გაიმართება.

დანია – შვედეთი 2:2 (0:1)

კოპენჰაგენი, “ტელია პარკენი”

დანია (4-2-3-1): შმეიხელი, აგერი, კიაერი, იაკობსენი, დურმისი (ვესტერგაარდი 84), დელანი (კრონ-დელი 46), ჰიობერგი, პოულსენი, ერიკსენი, იორგენსენი, ბენდტნერი (რასმუსენი 60).
მწვრთნელი: მ.ოლსენი

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ლუსტიგი, ბენგტსონი (მ.ოლსონი 86), კალსტრომი (სვენსონი 69), ლევიცკი, ფორსბერგი, ლარსონი (ჰილემარკი 81), ბერგი, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ე.ჰამრენი

გოლები: 0:1;0:2 იბრაჰიმოვიჩი (19;76), 1:2 პოულსენი (82), 2:2 ვესტერგაარდი (91)
გაფრთხილებები: დურმისი, პოულსენი, ჰიობერგი – ბენგტსონი, ლარსონი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი @

სლოვენია – უკრაინა 1:1 (1:0)

მარიბორი, “ლუდსკი ვრატი”

სლოვენია (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი, სესარი, ილიჩი, ჯოკიჩი, ბრეჩკო, პეჩნიკი (ილიჩიჩი 67), კრინი, კამპლი, ბირსა (ლაზარევიჩი 80), ბეზჟაკი (ლუბიჟანკიჩი 68), ნოვაკოვიჩი.
მწვრთნელი: ს.კატანეცი

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი, კაჩერიდი, რაკიცკი, ფედეჩუჟი, რიბალკა, სტეფანენკო, სიდორჩუკი (გარმაში 61), იარმოლენკო, კონოპლიანკა (ტიმოშჩუკი 96), სელეზნიოვი (კრავეტსი 80).
მწვრთნელი: მ.ფომენკო

გოლები: 1:0 სესარი (11), 1:1 იარმოლენკო (97)
გაფრთხილებები: სესარი, ჯოკიჩი, პეჩნიკი, ლაზარევიჩი – კონოპლიანკა, რიბალკა
გაძეება: ბრეჩკო
მსაჯი: იუნეტ ჩაკირი

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113106