ევროპის გუნდური ჩემპიონატის 5 ტურის თავზე, მე-17 ნომრად განთესილი საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, რაც ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ.
გასულ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა სერბეთს 3:1 სძლიეს და 8 ქულა მოაგროვეს. ასეთივე მაჩვენებელი აქვთ საფრანგეთს და უკრაინასაც, პირველ ადგილზე კი რუსეთია 9 ქულით.
მე-6 ტურში საქართველოს ნაკრები სწორედ რუსეთს დაუპირისპირდება და ცხადია, ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. 19 ნოემბერს დაგეგმილ კიდევ ერთ ცენტრალურ შეხვედრაში უკრაინა და საფრანგეთი ითამაშებენ.
სერბეთი – საქართველო 1:3
ივან ივანიშევიჩი (2662) – ბაადურ ჯობავა (2668) 0:1
მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – მილოშ პერუნოვიჩი (2624) 1:0
რობერტ მარკუსი (2632) – ლევან ფანცულაია (2567) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე (2573) – ნიკოლა სედლაკი (2557) 0.5:0.5
წარმატებული დღე ჰქონდა საქართველოს ქალთა ნაკრებსაც, რომელმაც რუსეთთან დასანანი მარცხის კვალად, მობილიზება მოახერხა და პოლონეთს 2.5:1.5 მოუგო. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 ქულა მოაგროვეს და უკრაინასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. 10 ქულით ერთპიროვნული ლიდერი რუსეთია, რომელიც მე-6 ტურში უკრაინას გაეჯიბრება, ქართველი მოჭადრაკეები კი საფრანგეთს (7 ქულა) ეთამაშებიან.
პოლონეთი – საქართველო 1.5:2.5
მონიკა სოცკო (2445) – ნანა ძაგნიძე (2566) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2479) – იოლანტა ზავადსკა (2439) 1:0
ივეტა რაილიჩი (2389) – ნინო ბაციაშვილი (2509) 1:0
მერი არაბიძე (2408) – იოანა მაიდან-გაიევსკა (2378) 0.5:0.5
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამარჯვება
აუ, ბიჭებო, გთხოვთ, მოუგეთ რა იმ ძაღლისშვილების ნაკრებს რა, ან ფრე მაინც ითამაშეთ.
ვაჟები ჯერჯერობით ნამდვილად კარგად გამოდიან. გოგონებმა აღარც1 თამაში არ უნდა წააგონ
ვაჟების გუნდის პირისპირ რუსეთის გუნდია და დიდი ბრძოლა!გოგონების მოწინააღმდეგე კი საფრანგეთი!წარმატებები