კალათბურთი

1:46 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი სიმბოლურ ხუთეულში

20 ნოემბერს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” იტალიაში “დინამო სასარის” ესტუმრება, მანამდე კი, ევროლიგის მე-5 ტურის სიმბოლური ხუთეული დასახელდა და სასიხარულოა, რომ მასში ქართველი კალათბურთელიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილმა თავის გამოჩენა თელ-ავივში გამართულ მატჩში მოახერხა, რომელშიც “დარუშაფაკამ” “მაკაბის” 84:73 სძლია, ქართველმა მცველმა კი 30:51 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მანუმ 5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

მარკოიშვილის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში ედვინ ჯეკსონი (“უნიკახა”), სტეფან იოვიჩი (“ცრვენა ზვეზდა”), ლუის კემპბელი (“სტრასბურგი”) და ნობელ ბუნგო-კოლოც (“ლიმოჟი”) მოხვდნენ.

0.128761