ჭადრაკი

22:33 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვეიკ ან ზეეს ტურნირში ორი ქართველი მონაწილეობს

ვეიკ ან ზეეს ახლგაზრდა ოსტატთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში 10 მოჭადრაკე გამოდის (8 ვაჟი და ორი გოგონა). მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენია. საქართველოს ნინო ხომერიკი წარმოადგენს, ხოლო ტურნირის მონაწილე მეორე ქართველი რობი კევლიშვილი ჰოლანდიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს.
ჩატარდა ორი ტური. შეიძლება ითქვას, რომ ხომერიკი და კევლიშვილი წარუმატებლად ასპარეზობენ, რადგან ორი შესაძლებლიდან მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ქულა აქვთ. კენჭისყრამ ისე ინება, რომ პირველ ტურში გოგონები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხომერიკი-დორსა დერაქშანის (ირანი) შეხვედრა ყაიმით დასრულდა, მეორე ტურში კი ნინო რულანდ პროისერსთან (ჰოლანდია) დამარცხდა.
რაც შეეხება კევლიშვილს, მან ნახევარი ქულა ჰინგ ტინგ ლაისთან მოიპოვა, ხოლო დემრეკ კერიგანთან (თურქეთი) წააგო.

0.145089