ჩოგბურთი

21:46 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კეიმ ბერდიხს აჯობა

იაპონელმა კეი ნიშიკორიმ წლის შემაჯამებელ ტურნირის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ჩეხი ტომაშ ბერდიხი 7:5, 3:6, 6:3 დაამარცხა.
მატჩი 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. იაპონელმა 3 ბრეიკი, 4 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა გააკეთა, ბერდიხს 2 ბრეიკი, 5 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ჩეხმა 42 უნებლიე შეცდომა დაუშვა, იაპონელმა – 32.
ამ მარცხის შემდეგ, ბერდიხს მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიღა დარჩა.
ბოლო ტურში კეი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება, ხოლო ტომაში - ჯოკოვიჩს.
ამავე, A ჯგუფში, დღეს, თბილისის დროით 24:00 საათზე როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ ამ ლეგენდარული ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 21:21-ია.

0.115517