გორში გამართული ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.
ალექსანდრე ჩივაძე: “გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. დღევანდელი წაგება დასანანია, თუმცა როდესაც არ იყენებ საგოლე მომენტებს, სხვა შედეგი არ იქნება. ბიჭებმა მოედანზე მთელი გული და სული დადეს. დღეს ვერ მოვიგეთ და ამით ჯგუფინდან გასვლის ყველა შანსი დავკარგეთ”.
ჰაკან ერიქსონი: “ქართველებთან თამაში ძალიან გაგვიჭირდა. არ ველოდი, მაგრამ მეტოქე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა. ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული და მოსამზადებელი პერიოდი მათ გარეშე გავიარეთ. ამდენად, მოგებით გაოცებული ვარ. მომავალში ძალინ გაგვიჭრდება, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და ის ჯგუფის უდავო ლიდერია. ადვილი თამაში არც ხორვატებთან გვიწევს”.
სფფ-ის პრესსამსახური, გორი