ფეხბურთი

16:13 | 17.11.2015 | ნანახია 3444 - ჯერ

ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში ითამაშებენ

საქართველოს 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. გადამწყვეტ მატჩში ვასილ მაისურაძის შეგირდები „მიხეილ მესხზე“ ავსტრიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. თამაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო პარალელურად გამართულ შეხვედრაში უელსის ნაკრები ალბანეთთან 2:3 დამარცხდა, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

საქართველო - ავსტრია 0:0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: გოშაძე, ნადარაია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშალეიშვილი (ალთუნაშვილი 66), მამუჩაშვილი, კომახიძე, კიკნაძე (გვარაძე 80), გოშთელიანი (კ),მიქელთაძე (ბიძინაშვილი 66)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

ავსტრია: გატლერი, პოში, მარანდა, ინგოლიში, კრაინცი (კ),კაუფმანი, ლაიმერი (პროკოპი 46),გაში,შლაგერი, პავლოვიჩი (იაკუპოვიჩი 72), გმეინერი (გრაბოვაჩი 84).
მწვრთნელი: რუპერტ მარკო

გაფრთხილებები: კაკიაშვილი, გოშთელიანი, ართმელაძე - ლაიმერი, შლაგერი, პოში

მსაჯები: ალან ბიერი ; ალან ჰეინიგერი (ორივე შვეიცარია) ; უროშ სტოიკოვიჩი ; სრდიან იოვანოვიჩი (სათადარიგო) (ორივე სერბეთი)

1. ავსტრია 3 2 1 0 4:1 7
2. საქართველო 3 1 1 1 1:3 4
3. ალბანეთი 3 1 0 2 4:5 3
4. უელსი 3 1 0 2 5:5 3

კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:49 | 17.11.2015
dinamo222 (8587)

ალბანელები ნაღდად სტალინის პატივისცემის გამო დაგვეხმარნენ! DD

19:43 | 17.11.2015
BEERTRANCE (97819)

წმინდა წყლის გამართლება იყო გასვლა. ღმერთმა ქნას ელიტ რაუნდშიც გაგვიმართYლოს

19:39 | 17.11.2015
ambako (2432)

ყველაზე კარგად მგონი კომახიძემ ითამაშა-ჩემი აზრით-ვულოცავ ამ ბიჭებს, მართლაც კარგი პასუხისმგებლობა გამოავლინეს... უელსის მერე კონცენტრირება მხოლოდ პროფესიონალიზმის ან მაღალი პატრიოტიზმის მქონე ფეხბურთელებს შეეძლოთ...

20:57 | 17.11.2015
Levan911 (2406)

ნამდვილად კარგი იყო ალბანეთთან. გადაარჩინა გუნდი

19:03 | 17.11.2015
Levan911 (2406)

ხო ვამბობდი შეიძლება მოუმატონ მეთქი, ჩვენს პატარებს სჩვევიათ ცუდად დაწყება და მერე გამოსწორება. ნეტა დიდებსაც შეეძლოთ ეგრე. სამწუხაროდ ცუდი პირობების გამო სხვაობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ჩვენებსა და ევროპელებს შორის

18:58 | 17.11.2015
რენე ფერეირა (6798)

თუ იცით შულაია რატო არ იყო არცერთ ნაკრებში?

19:02 | 17.11.2015
Levan911 (2406)

ახალგაზრდულში იყო ესპანეთთან როგორც მახსოვს

18:52 | 17.11.2015
komentatori (2299)

არ გვეკადრება ესეთი გასვლაო ქვევით ვიღაცამ დაწერა რატო რომელი ბრაზილია ჩვენ ვართ? საფეხბურთო ქვეყანა გგონიათ საქართველო? კიდე კაიგავაღწიეთ მეტ გამოცდილებას მიიღებენ.

ისე ლაპარაკობთ მგონია ესპანეთი, ბრაზილია ან გერმანია ვიყოთ

18:27 | 17.11.2015
Torres9 (12692)

კარგია მაგრამ უნდა მოუმატონ,ამ თამაშით შანსი არ გვაქვს სამწუხაროდ

18:01 | 17.11.2015
KingKong4 (267)

არაბიძე რატო არიყო ? აარმიყურებია და ვინითამაშა ყველაზე კარგად?

18:28 | 17.11.2015
Torres9 (12692)

დისკვალიფიკაცია ქონდა,ყველაზე კარგები კიკნაძე და კომახიძე იყვნენ

17:49 | 17.11.2015
vashla (1205)

ბევრი შემთხვევა ყოფილა მე-2 ადგილოსანმა ელიტის ჯგუფიდანაც გასულა და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდანაც, ამ ასაკში ვერ გაიგებ რა მოხდება,მწვრთვნელის იმედი მაქვს , დასკვნები უნდა გამოიტანოს და გამოასწოროს თამაშის ხარისხი, 3 თამაში 1 გოლი , არვიცი

17:32 | 17.11.2015
джони (696)

არ გვეკადრება ქართველებს ასეთი გასვლა შემდეგ ეტაპძე(((((ალბანელებს რომ გავყავართ შემდეგ ეტაპზე(((( უმძიმეს მდგომარებაში ვართ ......ნუთუ ყველაფერი ას ცუდათაა...

17:00 | 17.11.2015
tomuri (1422)

15 ნოემრი ძალიან მაგარია ამ ასაკში მაგრამ რაღაც არ ეტყობა რომ ფიზიკურად მოუმატებს, თორემ აი ესეც ძალიან კარგი ბიჭი დადგებოდა...

16:59 | 17.11.2015
tomuri (1422)

კიკნაძე თითქოს არაუსავს , კარგად იწყებს მაგრამ საბოლოდ ბურთსაც კარგავ და თამაშის უკეთესად გაგრძელების გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს, ცუდი მასალა არაა, ამისგან კარგ საფეხბურთო სკოლებში კარგა რამეს გამოძერწავდნენ, ჩვენებმა თვითონ არა იციან სხვას რა უნდ ასწავლონ....

16:57 | 17.11.2015
tomuri (1422)

რეგიოენის ბავშვებს უფრო დიდი მოტივაცია ექნებათ დიდი ფეხბურთის ტამაშის....

16:56 | 17.11.2015
larry (200)

EრთI ბურთI გაიტანეს და ჯგუფიდან გავიდნენ

16:56 | 17.11.2015
tomuri (1422)

რეგიონში უფასო საფეხბურთო სკოლებიიიიი ქალაქში ვერ იზრდებიან ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები, სირბილი კი არა სიარულიც კი ეზარებაათ...

16:39 | 17.11.2015
cicerona (436)

ეჰ ეს იცის აიფონმა,კომპმა და მამიკოს მანქნამ!

16:37 | 17.11.2015
federer (17) (15576)

ასეთი თამაშით ვერ გაფრინდებიან

16:36 | 17.11.2015
maradonarey (236)

გუშინ დიდმა ალბანელებმა გამარჯვება ბოლო წამებზე წაგვრათვეს, სამაგიეროდ ბავშვმა ალბანელებმა ევროპა გვაჩუქეს )))

17:16 | 17.11.2015
Buratino (3505)

ევროპა არა, ელიტ-რაუნდი გვაჩუქეს მაგრამ იქ ამ გუნდით ევროპაზე გასვლის ალბათობა 0-ზე დაბალია

16:53 | 17.11.2015
chamilo (33560)

ფილმი ტროა გამახსენდა მეფე რომ იძახის როცა აქილევი ბიძაშვილის ცხედარს წვავს ამ ბავშვმა ტროა გვაჩუქაო

16:37 | 17.11.2015
federer (17) (15576)

ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოო

16:24 | 17.11.2015
chamilo (33560)

ამას ქვია გამართლება,კარგია

0.116566