ფეხბურთი

13:50 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია-ესპანეთის მატჩი ტერაქტის საფრთხის გამო გაუქმდა

ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. აღნიშნული ცნობა ოფიციალურ დონეზე დადასტურდა და მიზეზად, ტერაქტის განხორციელების საფრთხე დასახელდა.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს ბოდიშს უხდიან ჩაშლილი მატჩის გამო, თუმცა მათი თქმით, მთავარი ქომაგებისა და ფეხბურთელების უსაფრთხოებაა. ამიტომაც, მხარეები გარისკვას არ აპირებენ და აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების შედეგად იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს გვიან ღამით პარიზში მომხდარ ტერაქტს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

0.112151