კალათბურთი

12:55 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბატუმი და კაზინსი კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოიციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად “შარლოტის” და ”საკრამენტოს” ფორვარდები – ნიკოლა ბატუმი და დემარკუს კაზინსი აღიარეს.

ბატუმის დახმარებით “ჰორნეთსმა” კვირის განმავლობაში 4-დან 3 მატჩი მოიგო, ფრანგი კალათბურთელის საშუალო მონაგარი კი 25.5 ქულა, 6.0 მოხსნა და 3.0 პასი გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ ყოფილ გუნდ “პორტლენდთან” მატჩში, ნიკოლამ 33 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

კაზინსის “კინგსმა” კვირა ასევე 3 მოგებით და 1 მარცხით დაასრულა, გუნდის ლიდერის საშუალო მონაგარი კი 32.5 ქულა და 11.0 მოხსნა იყო.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), სტეფან კარი (“გოლდენ სტეიტი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), ჯამალ კროუფორდი და ბლეიკ გრიფინი (ორივე – “კლიპერსი”), კრის ბოში (“მაიამი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), ჯალილ ოკაფორი (“ფილადელფია”), ერიკ ბლედსოუ (“ფინიქსი”) და კაილ ლოურიც (“ტორონტო”) აცხადებდნენ.

0.112829