ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა რაფაელ ნადალმა. ბ ჯგუფში ესპანელმა ვავრინკას მარტივად, საათსა და 25 წუთში 6:3, 6:2 მოუგო (VIDEO).
რაფამ ერთი ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, ვავრინკას 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. რაფაელი ძალიან აკურატულად თამაშობდა და სწორედ ეს იყო შეხვედრაში გადამწყვეტი. ესპანელმა 12 უნებლი შეცდომა დაუშვა, ხოლო ვავინკამ თითქმის 3-ჯერ მეტი – 35.
ბ ჯგუფს თითო-თითო მოგებით მარეი და ნადალი ლიდერობენ. მომდევნო მატჩში რაფაელი თავის თანამემამულე დავიდ ფერერს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რაფალს წლის შემაჯამებელი ტურნირი არასოდეს მოუგო.