ფეხბურთი

10:32 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და სელექცია განვაგრძოთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ალბანეთთან ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ბოლო შეკრების შეჯამებისას აღნიშნა, რომ ამხანაგურ მატჩებში დაშვებული შეცდომებისა და პოზიტიური მომენტების დროულად გაანალიზება უნდა მოხდეს, რათა ნაკრები შესარჩევ ტურნირს მზადყოფნაში შეხვდეს. ცხადაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სელექციაზე. მისი თქმით, არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია და მათ დააკვირდება.

კახა ცხადაძე: „ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ ალბანეთთან მატჩისთვის ძალიანკარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ, გარდა ამისა ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა.ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზსს გავუკეთებთ და ვეცდებით შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ.ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა თამაში ფაქტიურად მოგებული გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება, ამ ორ ამხანაგურმატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის. განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით”.

სფფ-ის პრესსამსახური, ტირანა, ალბანეთი

0.121393