კალათბურთი

2:23 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის იაპონური დებიუტი

იაპონურ “ტოჩიგი ბრექსში” გადაბარგებულმა ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ახალი კლუბის მაისურით პირველი მატჩები ჩაატარა.

ტოჩიგელები კანაგავას “ტოშიბა ბრეივს” დაუპირისპირდნენ და თუკი პირველ მატჩში 67:71 დამარცხდნენ, მეორეში ღირსეული რევანში აიღეს – 89:67. საინტერესოა, რომ ამ თამაშებს ჯამში 5 120 მაყურებელი დაესწრო.

პირველ შეხვედრაში ცქიტიშვილმა 14 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ნიკამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მოგებულ მატჩში ცქიტიშვილმა მოედანზე ისევ 14 წუთი გაატარა და 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა და 3-ჯერ დაჯარიმდა.

“ტოჩიგი ბრექსს” 8 მოგება და 2 მარცხი აქვს და 12-გუნდიან იაპონიის ჩემპიონატში მე-4 ადგილი უკავია. ცქიტიშვილის გუნდს მომდევნო მატჩები 21-22 ნოემბერს ელის, როდესაც პირველ პიზიციაზე მყოფ “აიშინ სი ჰორსს” გაეჯიბრება.

0.139018